საქართველოს მთავრობა 30 000-მდე სტატუსშეჩერებულ სტუდენტს 40 მლნ ლარის დავალიანებას გაუნულებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო.
ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების და ფინანსთა მინისტრებს აღნიშნული საკითხის უმოკლეს დროში მოგვარება დაავალა, რათა სტატუსშეჩერებულმა სტუდენტებმა სწავლის გაგრძელება შეძლონ.
„მინდა შევეხო პრობლემას, რომელიც ყველას აწუხებს, ეს სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხი. ეს ინფორმაცია მოვიკითხე და განათლების მინისტრისგან მოვისმინე დეტალური ინფორმაცია, დაახლოებით 30 000-მდე სტუდენტს ფინანსური დავალიანების გამო სტატუსი აქვთ შეჩერებული. ამიტომ ჩემი გადაწყვეტილებით, ყველა ამ სტუდენტს, ვისაც სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო აქვთ შეჩერებული გაუნულდებათ დავალიანება და მათ, სურვილის შემთხვევაში სტატუსის აღდგენა და თავის უნივერსიტეტებში სწავლების გაგრძელება შეეძლებათ.
ეს დაახლოებით 40 მლნ ლარის დავალიანებაა. მინდა მთავრობის სხდომაზე საჯაროდ მივმართო ჩვენს მინისტრებს, დავავალო განათლების და ფინანსთა მინისტრებს დღესვე დაიწყონ კომუნიკაცია და სასწრაფოდ მოგვარდეს აღნიშნული საკითხი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ახალგაზრდებს მიეცეთ საშუალება ამ ფინანსური დავალიანების შემდეგ კვლავაც შეძლონ სწავლის გაგრძელება“, – განაცხადა პრემიერმა.
პროგრამის “დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. ბაღის…
8 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6982 ლარი გახდა.…
2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-იან მაჩვენებელთან შედარებით მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული, რაც, თავის მხრივ, დიდწილად, საბაზო ეფექტსა და ეგზოგენურ…